US Embassy Tbilisi:‎ Friendship Fair / მეგობრობის ფორუმი

19.04.2017. Grants Programs, Educational Opportunities, Visitor Exchanges and partner organizations to be featured at Friendship Fair.

Georgian citizens interested in educational opportunities, visitor exchanges, grants programs, or in applying for visas should plan to come to the Friendship Fair sponsored by the U.S. Embassy Tbilisi.

The free event, scheduled for Sunday, April 23, 2017, at Rooms Hotel Tbilisi (14 M. Kostava Str.) from 11:00 p.m. to 6:00 p.m., is dedicated to the celebration of the 25th anniversary of U.S. – Georgian diplomatic relations.

The Friendship Fair will feature representatives from the U.S. Agency for International Development (USAID), the Millennium Challenge Corporation (MCC), American Chamber of Commerce (AmCham) and other long term partner organizations who are implementing large cultural, educational, agricultural, and youth projects across Georgia.

Breakout sessions will be hosted in parallel with the fair on study opportunities in the U.S.A., how to find the most suitable American university, as well as strategies for submitting applications and searching for scholarships. Partner organizations will also give presentations on various different projects and opportunities.

The free event is one of several events occurring in different cities across Georgia to celebrate the 25th anniversary of U.S.-Georgian diplomatic relations.

თუ გაინტერესებთ საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, სავიზო პროცედურები, თუ საგრანტო შესაძლებლობები ეწვიეთ აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მეგობრობის ფორუმს.

ფორუმის ფარგლებში წარმოგიდგენთ საგრანტო პროგრამებს, ამერიკაში სწავლის შესაძლებლობებს, საგანმანათლებლო პროექტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

ღონისძიება გაიმართება 23 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე სასტუმრო თბილისი რუმსში (მ. კოსტავას ქუჩა N14) და ეძღვნება ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.

„მეგობრობის ფორუმში“, მონაწილეობს აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) - ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომელთანაც მრავაწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და რომლებიც ახორციელებენ მსხვილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო თუ ახალგაზრდულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, გაიმართება სემინარები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებს მივაწვდით ინფორმაციას ამერიკაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, სასურველი უნივერსიტეტის მოძიებაზე, განაცხადის შევსებასა და დაფინანსების მოპოვებაზე.